სოსო ებრალიძე: ხალხის სიყვარული ჩემთვის ყველაზე მთავარია
„უფალი რომ გაჩუქებს ნიჭიერებას, სიმართლის ლტოლვას და ყველაფერ ამას აწონ-დაწონი და იცხოვრებ ისე, როგორც უფალმა მოგცა გზა-კვალი, ასე თუ ისე, რაღაცას მიაღწევ“, – ამბობს „Sputnik”-თან საუბრისას სოსო ებრალიძე.
სოსო ებრალიძე — ცნობილი ქართველი მომღერალია. მის სიმღერებს ანსამბლი „დიელო“ ასრულებდა, მოგვიანებით ანსამბლი „ციცინათელა“ დააარსა. 60-იან წლებში შექმნილ მის სიმღერებს ქართულ ესტრადაზე დღესაც ასრულებენ.