საქართველოში ბრილიანტების უკანონო შემოტანას ცდილობდნენ

© Flickr / Judy van der Veldenბრილიანტები
ბრილიანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედებს არადეკლარირებული ბრილიანტების შემოტანა საფულესა და ტანსაცმელში სპეციალური სამალავების მეშვეობით სურდათ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბრილიანტების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა 2016 წლის 23 ნოემბერს საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდათ არადეკლარირებული 557 ერთეული ბრილიანტის თვალი.

საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით“, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0