როგორ გავიდა პირველად ქართულ ტელევიზიაში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“
„ჩვენი ოთახი 42 კვ. მეტრი იყო და იქ მხოლოდ ერთი კამერა იდგა, ერთი წლის მერე მეორე კამერაც შემოიტანეს და ცოტა ამოვისუნთქეთ,“ – ამბობს Sputnik-თან ინტერვიუში საქართველოს ტელევიზიის დიქტორი, ქალბატონი ლია მიქაძე.
ლია მიქაძე — დიქტორი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის სათავეებთან იდგა. მის დროს სატელევიზიო მაუწყებლობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში გადიოდა, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიწრო ფირიც კი არ არსებობდა.