გუდაური სხვადასხვა სიძლიერის მოთხილამურეებს იზიდავს. სლალომი, გიგანტური სლალომი, თხილამურებით ჩქარი დაშვება და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ჰელისკი —აი, ასეთია ქართული გუდაური.
გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის.
წელს გუდაურში სათხილამურო სეზონი 10-17 დეკემბერს გაიხსნება, ასე რომ, დროა თხილამურები და სნოუბორდი მოამზადოთ.