თარგამაძეზე თავდამსხმელის მოძიებას ქართული მხარე ინტერპოლის მეშვეობით აპირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliკრიმინალისტები აფეთქების ადგილზე თბილისის ცენტრში
კრიმინალისტები აფეთქების ადგილზე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში საქართველოს შსს-ს ინტერპოლის იმედი აქვს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს მიმართოს ინტერპოლს ოქტომბრის დასაწყისში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების თხოვნით. 

4 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, იმ დროისთვის დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანა თბილისის ცენტრში ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში იმყოფებოდნენ თავად გივი თარგამაძე და მისი მძღოლი. 

„დადგენილია პირები, რომლებიც მიცემული არიან პასუხისგებაში. ერთ-ერთი მათგანი არის დაკავებული, ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა და, შესაბამისად, მიმდინარეობს პროცედურები. უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია“, — აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. 

გიორგი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძეს გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება

თარგამაძის მანქანის აფეთქებიდან სამი დღის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად დაადგინა ბრალდებული და დაასახელა მისი ინიციალები. ეჭვმიტანილის ვინაობა მოგვიანებით საინფორმაციო საშუალებებმა დაასახელეს — შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  ყოფილი თანამშრომელი დავით ხეჩუაშვილი. ხეჩუაშვილის მშობლებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელი იყო მანქანა მათ შვილს აეფეთქებინა, რადგან აფეთქებამდე ხუთი დღით ადრე დატოვა საქართველო.

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი — ბორის ჩაგუნავა, რომელიც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩაგუნავას კუთვნილი სახლისა და რამდენიმე ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იარაღის მთელი არსენალი ამოიღო. 

სასამართლომ წინასწარ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორივე ეჭვმიტანილს, მათ შორის, ხეჩუაშვილს – დაუსწრებლად. 

ყველა ახალი ამბავი
0