პრეზიდენტმა შაბათისათვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliმეცხრე მოწვევის პარლამენტი
მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კაბინეტის მინისტრთა უმრავლესობა უკვე მუშაობდა თავის თანამდებობაზე არჩევნებამდე, ცვლილება მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს შეეხო.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შაბათს, 26 ნოემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა, რომელზეც დეპუტატებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ახალ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას. 

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

რიგგარეშე სხდომა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მთავრობას, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით 18 ნოემბერს ამოეწურა უფლებამოსილება, მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდა.  მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე წარადგინა. კვირიკაშვილმა მომავალ მთავრობაში წინა მინისტრთა უმეტესობა დატოვა. ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს შეეხო. 


ყველა ახალი ამბავი
0