იყო და არა იყო რა... ანუ ღატაკი ბიჭის ზღაპრული ცხოვრება

© FL/ Robert Hughesმენი პაკიაო
მენი პაკიაო - Sputnik საქართველო
გამოწერა

ეს ნამდვილი, კეთილი და გულისამაჩუყებელი ამბავი ზღაპარივით ჟღერს და ჩვენც ასე დავიწყებთ მის თხრობას.

იყო ერთი ღატაკი ფილიპინელი ბიჭი, სახელად მენი პაკიაო. მენის ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ შინ ხშირად ერთი პეშვი ბრინჯიც არ მოეპოვებოდათ, რომ მრავალრიცხოვანი და-ძმა დაპურებულიყო. ძირითადად ბანანითა და ბოლქვოვანი მცენარეებით გაჰქონდათ თავი.

Фото опубликовано Manny Pacquiao (@mannypacquiao) Мар 5 2016 в 7:40 PST

 

თორმეტი წლისა რომ გახდა, მენიმ სკოლა მიატოვა. ოჯახს შველა სჭირდებოდა, როგორმე ლუკმა პური უნდა ეშოვნა, რომ მშობლები და და-ძმა გადაერჩინა. პატარა ბიჭმა მუშაობა დაიწყო. საცხობიდან ღვეზელები გაჰქონდა და ქუჩაში ყიდდა. ორიოდე კაპიკს შოულობდა და მაშინვე შინ მიარბენინებდა.

მოკლედ, ცხოვრება მძიმედ ურტყამდა ბიჭს, მაგრამ ვერ გატეხა. გატეხა კი არა, პირიქით, ისეთი ძლიერი ნებისყოფისა გამოდგა, ისე მედგრად შეებრძოლა ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს, რომ საოცარ მწვერვალებს მიაღწია. 

No matter where life takes you… don't forget where you came from…

Фото опубликовано Manny Pacquiao (@mannypacquiao) Ноя 20 2016 в 9:03 PST

 

მენიმ, მუშაობის პარალელურად, კრივში ვარჯიში დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი საკუთარი ბიძა გახდა. ამბობს, მენი ყმაწვილობიდან გასაოცრად მტკიცე ხასიათისა იყო, დილის 4 საათზე დგებოდა, რომ ვარჯიშიც მოესწრო და მუშაობაც, ორიოდე თვეში მივხვდი, რომ მსოფლიო ჩემპიონს ვზრდიდიო.

ასეც მოხდა.

მენი პაკიაო ერთადერთი მოკრივეა მსოფლიოში, რომელიც რვა წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი.

Real Life Rocky with Reel Life Rocky! Great to have @officialslystallone at Wild Card watching me spar today.

Фото опубликовано Manny Pacquiao (@mannypacquiao) Окт 29 2016 в 3:49 PDT

 

მიუხედავად გამაოგნებელი წარმატებისა, სახელ-დიდებისა და უკვე უზრუნველყოფილი ცხოვრებისა, რასაც წარსულში უნდა დაეტოვებინა მისი მძიმე ბავშვობა, მენის ერთი წუთითაც არ დავიწყებია ის სიღატაკე, რომელშიც გაიზარდა.

ერთ-ერთი პირველი ბრძოლა რომ მოიგო და საკმაოდ მსხვილი ფულადი ჯილდო მოიპოვა, გადაწყვიტა, საცხოვრებლები აეშენებინა მშობლიური სოფლის, უღარიბესი ტანგოს მოსახლეობისთვის.

This made me cry. I love helping those in need.

Фото опубликовано Manny Pacquiao (@mannypacquiao) Ноя 22 2016 в 2:09 PST

 

ასეც მოიქცა და მისი წყალობით რამდენიმე ოჯახმა ერთ უმშვენიერეს დღეს საკუთარი სახლი მიიღო საჩუქრად.

მენი ამაზე არ შეჩერებულა, სიკეთის ქმნა არ შეუწყვეტია და დღეისათვის უკვე ათასობით ოჯახს აქვს კოპწია სახლი სოფელში, რომელსაც მენიმ, საკუთარი მეტსახელიდან გამომდინარე, პაკმან ვილაჯი დაარქვა.

ეს ბანანის პლანტაციებს შორის გაშენებული სიმპათიური დაბაა, სადაც ბავშვებისთვის ღია და დახურული სპორტული დარბაზებიცაა მოწყობილი, დასასვენებელი პარკიცა და მრავალფუნქციური ცენტრიც.

 

ახლა მენი პაკიაო ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია სამშობლოში. რამდენიმე წლის წინ პოლიტიკაშიც ჩაერთო და კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვა…

და მაინც, მიუხედავად ესოდენ დიდი, პრაქტიკულად, განუზომელი სიკეთისა, მენის მომდურავიც ბევრი ჰყავს და კრიტიკოსიც. ინსტაგრამში ერთი ფოტოს ქვეშ დანანებით მიუწერია:

„ასეთია ცხოვრება. როცა მეკითხებიან, რა გაგიკეთებიაო და ვდუმვარ, მაკრიტიკებენ; როცა ხილულად ვაჩვენებ, რაც გამიკეთებია, მაინც მაკრიტიკებენ“.

ყველა ახალი ამბავი
0