ლევან ალაფიშვილი: შინაპატიმრობის შემოღება კარგი ინიციატივაა
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს უფრო ლიბერალური მიდგომის ყველა მექანიზმი. ყველა ადამიანის გამოსწორების თუნდაც მცირედი შანსი სრულად უნდა იყოს რეალიზებული. აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტში ეს სერიოზული და მხარდასაჭერი ინიციატივაა“, — განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
კახი კახიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღება შესთავაზა, რათა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა — გირაო და პატიმრობა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ.