ამინდი საქართველოში: სინოპტიკოსები დათბობას გვპირდებიან

© REUTERS / Gleb Garanichშემოდგომის ტყე
შემოდგომის ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში გამოიდარებს - უქმეებზე შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

25 ნოემბერი, პარასკევი

საქართველოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რეგიონებში ძიორითადად უნალექო და მოღრუბლული ამინდი იქნება. დასავლეთით ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება, აღოსავლეთით ის წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი,  დღისით კი 10-15. მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4 გრადუსი, დღისით კი 5-10 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 8-3 გრადუსია მოსალოდნელი,  დღისით კი პლიუს 3-8. მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5 გრადუსი, დღისით კი მინუს 1 პლიუს 4გრადუსი იქნება.

თბილისში  ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 2, დღისით კი 6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

26 ნოემბერი, შაბათი

საქართველოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რეგიონებში მომატებული ღრუბლიანობა და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. 

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 1 პლიუს 4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი,  დღისით კი 9-14. მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5 გრადუსი, დღისით კი 1-6 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 8-3 გრადუსია მოსალოდნელი,  დღისით კი პლიუს 8-13. მაღალ მთაში ღამით მინუს 18-13 გრადუსი, დღისით კი მინუს 1 პლიუს 4 გრადუსი იქნება.

თბილისში  ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3, დღისით კი 11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

27 ნოემბერი, კვირა

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ასევე უნალექო ამინდი  და ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნდება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 1 პლიუს 4 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი,  დღისით კი 12-17. მაღალ მთაში ღამით მინუს 10-5 გრადუსი, დღისით კი 2-7 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 4-1 გრადუსია მოსალოდნელი,  დღისით კი პლიუს 6-11. მაღალ მთაში ღამით მინუს 16-11გრადუსი, დღისით კი მინუს 1 პლიუს 4 გრადუსი იქნება.

თბილისში  ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი, დღისით კი 9 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0