თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 24 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ბარისახოს, ულიანოვის, ტრაპაიძის, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საექიმოს გასასვლელის, კაჭარავას, ფორაქიშვილის, ჰოლბრუკის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.