თედორაძე: კერძო მევახშეების საქმიანობის ლიცენზირება უნდა მოხდეს

© FB/ Tedoradze Irakliირაკლი თედორაძე
ირაკლი თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო მევახშეების საქმიანობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს, მიაჩნია ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი თედორაძეს.
თედორაძე: კერძო მევახშეების საქმიანობის ლიცენზირება უნდა მოხდეს

„რეგულაციები კერძო მევახშეების და ონლაინ-სესხების აკრძალვას არ გულისხმობს. აქ საუბარი მათი საქმიანობის ცივილიზებულ ფორმებში მოქცევაზეა,  რადგან მათ მიერ გაცემული სესხები, ბანკებთან შედარებით, პროცენტულად ბევრად უფრო ძვირია. შედეგად კი ძალიან ბევრ პრობლემურ სესხს ვიღებთ, რომელთა ამოღებაც ურჩი გადამხდელებისგან დაშინებისა და მუქარის ფონზე ხორციელდება", — თვლის ირაკლი თედორაძე.
მისი თქმით, კომერციული ბანკების მონაცემების თანახმად, პრობლემური სესხების რაოდენობის წილი მთლიან მაჩვენებელში 10%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0