„გიორგობის" დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში ათასობით მლოცველი მივიდა

გამოწერა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის" დღესასწაულზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს. დღეს წმინდანის მიცვალების დღეა.

წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული. 

„გიორგობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება. იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია.

დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0