Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვის გამო თბილისი-მიუნხენის ავიარეისები გადაიდო

© photo: Sputnik / Aviation of WorldLufthansa
Lufthansa - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკონცერნ Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს, რის გამოც ოთხშაბათს დაგეგმილი 3 ათასი ავიარეისიდან, მხოლოდ 2 124 განხორციელდება.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Lufthansa-მ გადადო ავიარეისები თბილისი-მიუნხენის და მიუნხენი-თბილისის მიმართულებით, რომლებიც განრიგით ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა განხორციელებულიყო, აცნობეს „Sputnik საქართველოს“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურში.

ავიარეისების გადადება ავიაკონცერნ Lufthansa-ს თანამშრომლების მიერ ოთხშაბათს გამოცხადებულ გაფიცვას უკავშირდება. ოთხშაბათს დაგეგმილი 3 ათასი რეისიდან მხოლოდ 2 124 რეისი განხორციელდება. გაფიცვა, რომელიც Vereinigung Cockpit-ის პილოტების პროფკავშირმა გამოაცხადა, დაახლოებით კონცერნის 5,4 ათას პილოტზე ვრცელდება.

„თბილისი-მიუნხენის და მიუნხენი-თბილისის რეისები, რომლებიც ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა განხორციელებულიყო, გაფიცვის გამო გადაიდო. თუმცა, ხუთშაბათს, საღამოს დაგეგმილი ფრენები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მიუნხენიდან თვითმფრინავი თბილისში 04:00 საათზე დაეშვება, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 05:00 საათზე გაფრინდება.

ყველა ახალი ამბავი
0