წულუკიანი: გოგონათა წინადაცვეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია, რომელშიც, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შეტანილია მუხლი ქალთა გენიტალიების დამახინჯების დაუშვებლობის შესახებ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირების შემთხვევაში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, ქვეყანაში გოგონათა წინადაცვეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი გახდება, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

შსს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

შეგახსენებთ: ნოემბრის შუა რიცხვებში „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) გამოაქვეყნა საკუთარი კვლევები შედეგები, რომელთა თანახმად, საქართველოს სამ სოფელში: სარუსოში, ჭანთლისყურესა და თივში ავარიელთა თემში მცხოვრები ასობით მუსლიმი გოგონაბავშვობაშია წინადაცვეთილი. ეს ფაქტი დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც. აღნიშნულის გამოძიება მოითხოვა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, საკანონმდებლო გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქამდე არ იცოდა საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის ფაქტების არსებობის თაობაზე.

„ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას“, — განაცხადა მან.

ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ასევე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ 2011 წელს მიიღეს სტამბოლში და ასეც ეწოდა: სტამბოლის კონვენცია. საქართველოს დოკუმენტს ხელი 2014 წელს მოაწერა.


ყველა ახალი ამბავი
0