თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ საქართველოს შესახებ ინტერნეტ-მედიის ლიდერთა სამეულში მოხვდა*.
რესურს Sputnik-ის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ პორტალმა პირველ ათეულში მეორე ადგილი დაიკავა, სადაც ასევე დასახელებული იყო საქართველოში მოქმედი ტრადიციული ახალი ამბების ლიდერი ინტერნეტ-გამოცემები — mediamall.ge, sazogadoeba.ge, tzona.org და საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია".
საქართველოში რესურს Sputnik-ის ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ჩვენ ვიცით, რისკენ ვისწრაფვით და რატომ. Sputnik-ი ისწრაფვის გახდეს მულტიმედიური რესურსი და ინფორმაციის მიწოდებისთვის მოიძიოს ახალი გზები. მადლობა ჩვენს მკითხველს იმისთვის, რომ ჩვენი შრომა დააფასა. მშვენიერი საქართველო ჩვენთვის შთაგონების წყაროა და მრავალ საინტერესო თემაზე გვაფიქრებს, რომლის შესახებაც შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ“.
პოპულარული ახალი ამბების რესურსების რეიტინგი მომზადებულია ინტერნეტ-აუდიტორია Liveinterne-ის საზომის მაჩვენებლების საფუძველზე და დამყარებულია საქართველოში უნიკალური მომხმარებლების აუდიტორიის გაზომვებზე, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა.
„Sputnik საქართველომ“ (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამჟამად საქართველოს შესახებ ინტერნეტ-მედიის სამეულში შედის. Sputnik-ი ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.
* Liveinterne-ის 2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემების მიხედვით