თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის მომავალი შემადგენლობა გააცნო, რომელსაც ახლა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა.
საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება 18 ნოემბერს შეუწყდა, მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება იქნა ცნობილი. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ დაასახელა გიორგი კვირიკაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილი მომავალი მთავრობის შემადგენლობას ამგვარად ხედავს:
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ვიქტორ დოლიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა
სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახი კახიშვილი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა გააუქმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიუერთდება.