საქართველოსა და ევროპის ფრენბურთის ფედერაციებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich ფრენბურთი
ფრენბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი და ბაქო მომავალ წელს ფრენბურთში ევროპის ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ევროპის ფრენბურთის ფედერაციებს შორის შეთანხმებას დღეს, 22 ნოემბერს მოეწერა ხელი თბილისში, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით 22 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ევროპის ფრენბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა.

© სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ევროპისა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციების შეხვედრა
ევროპისა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციების შეხვედრა - Sputnik საქართველო
ევროპისა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციების შეხვედრა

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ბორიჩიჩმა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჩაჩუამ. ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეები ბაქოში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრები და მიღებებია დაგეგმილი.

23 ნოემბერს გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ხოლო 24 ნოემბერს შედგება ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თბილისი B ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრებიც ითამაშებს. შეხვედრები ახალ სპორტის სასახლეში 2017 წლის 20-23 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია მსოფლიოს 160 ქვეყანაში  განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0