თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 28 ნოემბერს დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩევნები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ორ ეტაპად – 8 და 30 ოქტომბერს ჩატარდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღად 2016 წლის 28 ნოემბერი განსაზღვრა. აღნიშნული განკარგულება კონტრასიგნაციისთვის საქართველოს მთავრობას დღეს გადაეგზავნა“, – განაცხადა მიშველაძემ.
არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 14 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 1 და „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 1 ხმა.