უსაფრთხო ქვეყანა - კრიმინალთან ბრძოლა თუ ტოტალური კონტროლის საფრთხე
„ჩემი სურვილია და მთელი საქართველოს სურვილია, რომ ეს დადებითი იდეა იმ ტოტალურ კონტროლში არ გადაიზარდოს, რომლის საფრთხე ყოველთვის არსებობს. კარგი მინისტრი კარგია, მაგრამ უნდა იყოს მაქსიმალურად კანონით დარეგულირებული, თუ ვის აქვს წვდომა ამ ინფორმაციასთან, რამდენი ხანი უნდა შეინახონ მოპოვებული ინფორმაცია და ა.შ. ბუნებრივია, უნდა განადგურდეს ინფორმაცია, თუ ის პირადი ხასიათის არის“, — განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუდგა პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ განხორციელებას, რაც დანაშაულის პრევენციაზე, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღკვეთაზეა მიმართული.