თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 22 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.