ქართული კინო სანკტ-პეტერბურგში ფესტივალ "Начало"-ზეა წარდგენილი

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიკინოცენტრი "ლენფილმი" სანკტ-პეტერბურგში
კინოცენტრი ლენფილმი სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბასილიას დრამა „ანას ცხოვრება" ფესტივალის მთავარი პრიზისათვის იბრძოლებს.

თბილისი, 21 ნოემბერი– Sputnik. ქართული კინო სადებიუტო და სტუდენტური ფილმების XV საერთაშორისო  ფესტივალ „Начало"-ზეა  წარდგენილი, რომელიც 21-24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება.

კინოფორუმზე სხვადახვა ქვეყნის 50 ფილმი იქნება წარდგენილი. პროგრამის საფუძველს რუსული, სერბული, ლატვიური, პოლონური, ფინური და ქართული სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი წარმოადგენს.

ქართულ კინემატოგრაფს წელს რეჟისორ ნინო ბასილიას ფილმი "ანას ცხოვრება" წარადგენს. დრამა ახალგაზრდა ქართველ მარტოხელა დედას ანას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უკეთესი ცხოვრების საძებნელად ამერიკაში მიისწრაფვის. ანას როლს ეკატერინე დემეტრაძე ასრულებს.

„Начало" შემოდგომაზე ტარდება და იმ ფილმებს წარადგენს, რომლებმაც სხვა ფესტივალებზე სხვადასხვა ჯილდოები მოიპოვა. პეტერბურგის ფესტივალი წლის საუკეთესო სადებიუტო ფილმებს ასახელებს, ამით არის ის საინტერესო მაყურებლებისათვის და საპასუხისმგებლო მონაწილეთათვის",- იუწყებიან ორგანიზატორები.

ფილმებს შორის არის სეზონის ისეთი ლიდერები, როგორც რეჟისორ ქსენია ბასკაკოვას რუსული სურათი „ფრინველი", რომელმაც აზიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო — India Cine film festival-ის გრან-პრი მოიპოვა, ლატვიელი რეჟისორის რენარს ვიმბას ფილმი „აქ ვარ", მან ბერლინის ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა(პროგრამაში „14 პლიუს"), სერბული „კარგი ცოლი"(რეჟ. მარიანა კარანოვიჩ), რომელიც ხორვატიის, აშშ-ს და სერბეთს კინოფორუმებზეა დაჯილდოებული, ასევე ფინელი იუხო კუოსმანენის სარეჟისო დებიუტი „ოლი მიაკის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე" — კანის კინოფესტივალის გრან-პრი (პროგრამა "განსაკუთრებული ხედვა").

ფილმი "ანას ცხოვრება"
ფილმი ანას ცხოვრება - Sputnik საქართველო
ფილმი "ანას ცხოვრება"

ფილმ „ანას ცხოვრებას" გადაღებები 2015 წლის სრულმეტრაჟიანი კინოლენტების კონკურსში გამარჯვების შემდეგ ქართულმა კინოცენტრმა დააფინანსა. ფილმის პრემიერა 2016 წლის დასაწყისში გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შვედეთში ჩატარდა. ამის შემდეგ სურათმა მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შემოიარა და ინგმარ ბერგმანის პრემიაზე იქნა წარდგენილი.

ფესტივალის მთავარი პრიზი — სანკტ-პეტრერბურგის პეტრეპავლეს ტაძრის ანგელოზის ბრინჯაოს სტატუეტია. ჯილდოს 24 ნოემბერს გადასცემენ. გამარჯვებულს ჟიური —  ცნობილი რუსი კინომცოდნე არმენ მედვედევის ხელმძღვანელობით გამოავლენს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება სადებიუტო ფილმების დიდი კონკურსგარეშე პანორამაც.

ფესტივალზე „გოსფილმოფონდის" მიერ მომზადებულ პროგრამასაც ელიან. მასში შემდგომში მთელს მსოფლიოში განთქმული კინემატოგრაფისტების — ნიკიტა მიხალკოვის, ელემ კლიმოვის, დინარა ასანოვას, იური კლეპიკოვის, იური ქავთარაძის და მიხეილ კობახიძის დებიუტები შევიდნენ.

ფესტივალის ორგანიზატორია სანკტ-პეტერბურგის მთავრობის მხრდაჭერით კინოსტუდია  "Ленфильм" და კინემატოგრაფისტთა კავშირი. ფესტივალი სანქტ-პეტერბურგში კინოცენტრების "Великан Парк" და "Ленфильм" კინოდარბაზებში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0