პოლონეთში ქართულმა ღვინომ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „გოცას ღვინოების“ „თავკვერი 2014“-მა ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ სამი ღვინო – Reserve 2007, „კონდოლის ვენახები სამი - 2012“ და „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე EnoExpo 2016 ქართული ღვინის კომპანიები ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

გამოფენაში, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა.

ქართული ქვევრის ღვინოები ნიუ-იორკში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში გამოფენაზე ქართული ღვინოები წარადგინეს

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინის კომპანიების – „ვაზიანის“, „მეღვინეობა ხარების“, „ასკანელი ძმების“, „თელავის ღვინის მარნის“, „კახურის“, „ბესინის ღვინის მარნის“, „ვაინმენის“, „კორპორაცია ქართული ღვინის“, „შილდას“, „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“, „მარანულის“, „ნაღდი მარანისა“ და „ქიმერიონის“ ღვინოები.

გარდა ამისა, გამოფენის დასკვნით დღეს სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ. ქართულმა ღვინოებმა და ტრადიციულმა კერძებმა უცხოელი დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა.

© ღვინის ეროვნული სააგენტოპოლონეთში ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
პოლონეთში ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა - Sputnik საქართველო
პოლონეთში ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

კომპანია „გოცას ღვინოების“ „თავკვერი 2014“-მა ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ სამი ღვინო – Reserve 2007, „კონდოლის ვენახები სამი — 2012“ და „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. 

პოლონეთი წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.     
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ასევე არიან რუსეთი (20,5 მილიონი ბოთლი), ჩინეთი (4,3 მილიონ ბოთლზე მეტი), ყაზახეთი (3 მილიონ ბოთლზე მეტი) და უკრაინა (4,2 მილიონ ბოთლზე მეტი).

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0