განქორწინებები: ღალატი, ძალადობა თუ პიროვნული შეუთავსებლობა

© FB/Akhalgazrda Advokatebiანა გოგნაძე
ანა გოგნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წყვილებს შორის განქორწინების მიზეზი ყველაზე ხშირად პიროვნული შეუთავსებლობაა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა ია გოგნაძემ.
განქორწინება: ღალატი, ძალადობა თუ პიროვნული შეუთავსებლობა

„სასამართლოებში წარმოებული საქმეების ხასიათიდან გამომდინარე, განქორწინებები ყველაზე ხშირად პიროვნული შეუთავსებლობის, სისტემატური ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების შედეგად ხდება. ბოლო პერიოდში ხშირია ღალატის ნიადაგზე განქორწინების ფაქტებიც“, — განაცხადა გოგნაძემ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში განქორწინებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება: 2007 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 1 082 განქორწინება, 2008 წელს — 3 152, 2009 წელს — 4 052, 2010 წელს — 4 746, 2011 წელს — 5 871, 2012 წელს — 7 151, 2013 წელს — 8 095, 2014 წელს — 9 115, 2015 წელს — 9 130. 2016 წლის 10 თვეში კი საქართველოში ოფიციალურად 8 013 წყვილი განქორწინდა.

ყველა ახალი ამბავი
0