22 ნოემბერი, სამშაბათი
დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. აღმოსავლეთში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ძირითადად თოვლის სახით და ნისლი. დასავლეთში ქარის სიჩქარემ შეიძლება წამში 20-25 მეტრს მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9, ხოლო დღისით —13-18 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში იქნება ღამით მინუს 3 პლუს 2, დღისით — 3-8 გრადუსი სითბო, ხოლო მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი.
თბილისში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია ნისლი და თოვლჭყაპი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა 0, ხოლო დღისით — პლუს 3 გრადუსი იქნება.
23 ნოემბერი, ოთხშაბათი
დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ალაგ-ალაგ — ნისლიანი. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, მაღალ მთაში — ქარბუქი. ქარის სიჩქარემ მთელ საქართველოში შეიძლება წამში 20-25 მეტრს მიაღწიოს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8, ხოლო დღისით —11-16 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში იქნება ღამით მინუს 5-0, დღისით — მინუს 1 პლუს 4 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში ღამით მინუს 11-6, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა, მცირე თოვლი და ნისლი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 2, ხოლო დღისით — პლუს 2 გრადუსი იქნება.
24 ნოემბერი, ხუთშაბათი
დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ცვალებადი ღრუბლიანობა და ნისლი. აღმოსავლეთში იქნება ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. ქარის სიჩქარე მთელ საქართველოში წამში 20-25 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8, ხოლო დღისით —10-15 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მინუს 8-3, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში იქნება ღამით მინუს 6-1, დღისით — პლუს 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4, დღისით მინუს 4 პლუს 1 გრადუსი.
თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით მცირედ მოთოვს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3, ხოლო დღისით — პლუს 4 გრადუსი იქნება.