სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დადგინა, რომ დაკავებული სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას. მისი ნარკოლოგიური შემოწმების დროს ოპიუმის მოხმარების ფაქტი გამოვლინდა.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და გასაღების ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისის მცხოვრები დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის გამო დააკავეს

გამოძიებამ დადგინა, რომ 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.მ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას. ბრალდებულის ნარკოლოგიური შემოწმების დროს ოპიუმის მოხმარების ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით).


ყველა ახალი ამბავი
0