ქართული ცირკი-შაპიტო „ანტრე“ „ნიჭიერში“ გამოვა
„როდესაც ჩვენზე ამბობენ, ეს რა ცირკიაო, დაფიქრდნენ, რადგან ეს უმძიმესი და ყოველდღიური შრომაა“, — ამბობს Sputnik-თან ინტერვიუში ოლეგ თავაძე.
ოლეგ თავაძემ თავის დროზე მოსკოვის ვახტანგოვის თეატრალური სტუდია დაამთავრა. შემდეგ მინიატურების თეატრში, თენგიზ ჩანტლაძესთან მუშაობდა. ცირკი-შაპიტო „ანტრე“ მან 90-იან წლებში დააარსა, მასში საცირკო ხელოვნების გამოცდილი მსახიობები შედიან.