თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ინდოეთის ჩრდილოეთით სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 91–ს მიაღწია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
„სამწუხაროდ, მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ამჟამად გარდაცვლილია 91, ხოლო დაშავებული –150–ზე მეტი“, –– იუწყება სააგენტო ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნოით.
ჩქაროსნული მატარებლის ინდორ–პატნა ავარია უტარ–პრადეშის შტატში ამ ღამით მოხდა. მომხდარის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ რელსებიდან მატარებლის 14 ვაგონი გადავიდა.