ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი მინსკის ფესტივალზე

© Badri Tseredianiბადრი წერედიანი
ბადრი წერედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი ბადრი წერედიანი მინსკის თეატრალურ ფესტივალზე საუბრობს.
ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი მინსკის ფესტივალზე

„ამ ფესტივალზე მიწვეულია ჩვენი თეატრის მონო-სპექტაკლი, ამასთან, მე ვარ მიწვეული, როგორც ჟიურის წევრი. ასევე მასტერ-კლასებიც უნდა ჩავატარო“,- ამბობს Sputnik-თან ინტერვიუში რეჟისორი ბადრი წერედიანი.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა სარეჟისორო მოღვაწეობა თემურ ჩხეიძესთან დაიწყო, როდესაც იგი მუშაობდა სპექტაკლზე „ზღვა, რომელიც შორია“.

ამის შემდეგ რეჟისორი სოხუმის თეატრში მიიწვიეს, სადაც დადგა სპექტაკლი „ ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“.  6 წელი თეატრალურ უნივერსიტეტში  პედაგოგ-ასისტენტად მუშაობდა, რის შემდეგაც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.


ყველა ახალი ამბავი
0