ზემო ლარსი დღეს: ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

© photo: Sputnik / Albina Olisaevaგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

თბილისი,19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ, უამინდობის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0