„სტოპხამის“ პირველი აქცია: თბილისში კანონდამრღვევი მძღოლები „დასაჯეს"

© Sputnik / Alexander Imedashvili"სტოპხამის" აქცია
სტოპხამის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი „რეიდი“ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა „სტოპხამის“ ხუთმა აქტივისტმა მიიღო.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი „სტოპხამის“ ანალოგის ქართველი აქტივისტები საქმეს შეუდგნენ — მათ პირველ დღეს 15 ავტომობილის საქარე მინაზე, რომლებიც უადგილო ადგილას იყო გაჩერებული, სტიკერები დააკრეს.

პირველი „რეიდი“ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა „სტოპხამის“ ხუთმა აქტივისტმა მიიღო. მათ ავტომობილების საქარე მინას სტიკერები წარწერით „არ ვიცავ კანონს, ვაპარკირებ სადაც მინდა“. 

© Sputnik / Alexander Imedashviliორგანიზაცია "სტოპხამის" წევრებმა ორთაჭალაში პირველი "რეიდი" ჩაატარეს
ორგანიზაცია სტოპხამის წევრებმა ორთაჭალაში პირველი რეიდი ჩაატარეს - Sputnik საქართველო
ორგანიზაცია "სტოპხამის" წევრებმა ორთაჭალაში პირველი "რეიდი" ჩაატარეს

„ჩვენი მოქმედების მთავარი მოტივი არამარტო მძღოლების ასე ვთქვათ დასჯაა, არამედ სახელმწიფოსთვის გაგზავნილი სიგნალია, რათა მეტი ადგილი გაჩნდეს ქალაქში პარკირებისთვის და დაიწყოს ახალი გზებისა და შემოვლითი ესტაკადების მშენებლობა“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ „სტოპხამის“ კამპანიის ინიციატორმა ლევან კენჭოშვილმა.

აქცია ექსცესების გარეშე, მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა.

„სტოპხამის“ აქტივისტების გამოჩენისას ავტომფლობელები, რომელთაც არასწორად ჰყავდათ ავტომობილები გაჩერებული, ავტომობილის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაყენებას თანხმდებოდნენ. სტიკერებს მხოლოდ იმ ავტომობილებზე აკრავდნენ, რომელთა მფლობელებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ. 

© Sputnik / Alexander Imedashviliაქციის მონაწილეებმა სტიკერი მანქანას დააკრეს, რომლის მფლობელიც ქალბატონი აღმოჩნდა.
აქციის მონაწილეებმა სტიკერი მანქანას დააკრეს, რომლის მფლობელიც ქალბატონი აღმოჩნდა. - Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებმა სტიკერი მანქანას დააკრეს, რომლის მფლობელიც ქალბატონი აღმოჩნდა.

იყო შემთხვევა, როდესაც მძღოლმა სტიკერი ჩამოხია და პირობა დადო, რომ მანქანას გადააყენებდა სხვა ადგილას, თუმცა, დაპირება დაპირებადვე დარჩა. ორგანიზაციისწ ევრები მსგავსი აქციების ჩატარებას თბილისის მასშტაბით თვეში სამ-ოთხჯერ აპირებენ.

ორგანიზაცია „სტოპხამის“ დღევანდელ აქციას ათი ადამიანი შეუერთდა.

„სტოპხამი“ განასკუთრებით პოპულარული რუსეთშია, რომელიც მოსკოვში პირველად 2010 წელს გაჩნდა. 

© Sputnik / Alexander Imedashvili"სტოპხამის" წევრები მსგავსი "რეიდების" ჩატარებას თბილისის სხვადასხვა უბნებში თვეში სამ-ოთხჯერ აპირებენ.
სტოპხამის წევრები მსგავსი რეიდების ჩატარებას თბილისის სხვადასხვა უბნებში თვეში სამ-ოთხჯერ აპირებენ. - Sputnik საქართველო
"სტოპხამის" წევრები მსგავსი "რეიდების" ჩატარებას თბილისის სხვადასხვა უბნებში თვეში სამ-ოთხჯერ აპირებენ.


ყველა ახალი ამბავი
0