შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

© photo: AFP 2020 / NOEL CELISდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დაკავებულების პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ოპერაიული ინფორმაციის საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

სამართალდამცველებმა სამივე პირი — 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1993 წელს დაბადებული ქ.კ. და 1990 წელს დაბადებული ლ.ზ. — თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ზ.ო.-ს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციამ დაკავებულების პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ზ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას და ქ.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

 

ყველა ახალი ამბავი
0