თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ მეორე ტესტ-მატჩში სამოას გუნდი ანგარიშით 20:16 დაამარცხა.
სამოას წინააღმდეგ ჩატარებული ტესტ-მატჩი ნოემბერში დაგეგმილი სამი თამაშიდან მეორე იყო. პირველ შეხვედრაში ქართველი რაგბისტები 12 ნოემბერს იაპონიის გუნდთან ჩატარებულ მატჩში ანგარიშით 28:22 დამარცხდნენ.
დასკვნითი ტესტ-მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები 26 ნოემბერს კილმარნოკში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.