თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. უკრაინიას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია, რომელიც მომავალი წლის 20 იანვარსაა დაგეგმილი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინულ „ვესტიზე“ დაყრდნობით.
მანამდე პოროშენკო და ტრამპი კონტაქტების გაგრძელებაზე, მათ შორის ორმხივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
აშშ-შ- უკრაინის ელჩ ვალერი ჩალის თქმით, რომლის სიტყვებსაც „უნიანი“ ციტირებს, აშშ-ში მსგავს ცერემონიებში სხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობას არ ღებულობენ.
„ასეთი ცერემონიები, როგორც წესი, ელჩების დონეზე ხდება, რომლებიც ესწრებიან ასეთ ღონისძიებებს“, — დასძინა ჩალიმ.
მანამდე ვალერი ჩალიმ განაცხადა, რომ მუშაობას გააგრძელებს იმისთვის, რათა 2017 წლის თებერვლისთვის ორგანიზება გაუკეთოს უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს ვაშინგტონში.