თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. რუსული ტელეკომპანია ТНТ-ს ცნობილ იუმორისტულ შოუ Сomedy Woman-ს თბილისელები პირველად იხილავენ — პოპულარული შოუს სოლო-კონცერტი თბილისის ფილარმონიის სცენაზე გაიმართება. რუსმა მსახიობებმა ქართველი მაყურებლისთვის როგორც ძველი, ისე ახალი ნომრები მოამზადეს, — იუწყება კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Viva Max-ის წარმომადგენლები.
"Comedy Woman უკვე ათი წელია არსებობს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მუდამ ვვითრდებით და ვიზრდებით. და ამასთან, აქტუალობას არ ვკარგავთ. ახალ სეზონზე კიდევ უფრო ბევრი ცვლილება, სიურპრიზები და შეიძლება ახალი სახეებიც იხილოთ. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ Comedy Woman ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო იუმორისტული შოუა. და საუკეთესოა იმიტომ, რომ ის ქალებითაა დაკომპლექტებული“, — აცხადებს შოუს დამფუძნებელი ნატალია ეპრიკიანი.
აღსანიშნავია, რომ ეპრიკიანი წარმოშობით თბილისიდანაა.
თბილისში ღონისძიება 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაზლებელია როგორც ფილარმონიის სალაროებში, ისე ონლაინ-გვერდზე www.tkt.ge. „Sputnik საქართველო“ თბილისში დაგეგმილი Сomedy Woman-ის კონცერტის საინფორმაციო პარტნიორია.