თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. დიზაინერმა სოფი ტელერმა, რომელიც აშშ-ის პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან მუშობდა, ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლესთან მელანიასთან მუშაობაზე უარი განაცხადა.
„მე არ შევუკერავ ტანსაცმელს და არც არანაირი ფორმით არ ვაპირებ მომავალ პირველ ლედისთან თანამშრომლობას. რასიზმის რიტორიკა, სექსიზმი და ქსენოფობია, რომელიც მისმა მეუღლემ წინასაარჩევნო კამპანიისას გააჩაღ, შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ცხოვრებაში“, — დაწერა დიზაინერმა Twitter-ის გვერდზე. Open letter | Sophie Theallet | November 17th, 2016 pic.twitter.com/g1hIAyBmdF
— sophie theallet (@sophietheallet) 17 ноября 2016 г.
წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული დიზაინერის ბრენდი ყოველგვარი დისკრიმინაციისა და განსჯის წინააღმდეგია. გარდა ამისა, ის წერს, რომ აშშ-ში თავადაა ემიგრანტი.
დიზაინერმა საკუთარ კოლეგებს მოუწოდა რომ მას მიბაძონ და არ იმუშაონ მელანია ტრამპთან.