თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. დრამატული ხელოვნების სკოლა „დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია“ თბილისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ (GIFT) ფარგლებში სპექტაკლს წარმოადგენს. რუსი მსახიობები ქართულ პუბლიკას „დემონი. ხედი ზემოდან“ უჩვენებს.
ეს უსიტყვო სპექტაკლი-პერფორმანსია, "კრიმოვის ლაბორატორიის" კოლექტიური ნაწარმოები მიხეილ ლერმონტოვის პოემის "დემონის" მიხედვით. მისი წარმოდგენა გაიმართება იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" 20 და 21 ნოემბერს 21:00 საათზე.
სპექტაკლში ბახის, ჩაიკოვსკის მუსიკაა გამოყენებული, ასევე ქარის, წვიმის, წყლის წვეთების, გემების, ძაღლების ყეფის, ყვავების ჩხავილის, მორზეს ანბანის, თოვლზე სიარულისა და ლევ ტოლსტოის ხბები ისმის.
სპექტაკლი თავისი არსებობის ათი წლის განმავლობაში პირველად (პრემიერა 2006 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა) დატოვებს „დრამატული ხელოვნების სკოლის“ „გლობუსის“ დარბაზს.
„მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლი არსად არ გვიჩვენებია — „გლობუსის“ მსგავსი სივრცე ვერ ვიპოვეთ. და აი, თბილისში ვიპოვეთ მსგავსი შენობა: ესაა „ქარვასლა“, — ნათქვამია თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე.
ასე რომ, კრიმოვის ლაბორატორია მეოთხედ მიიღებს GIFT-ის ფესტივალში მონაწილეობას. „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დაბრუნებას“, — აღნიშნეს ლაბოტარორიაში.
„დრამატული ხელოვნების სკოლა“ მოსკოვში 1987 წელს დაარსდა.
GIFT — ერთადერთი ფესტივალი საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. ის დაარსდა 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ(ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი).