თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანი ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სირიის პრობლემის გადაჭრის საკითხში მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ტელეკომპანია CBS-ის პროგრამა „60 წუთში“ ინტერვიუსას ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში მიმდინარე ომმა უსაფრთხოების საშიშროება შექმნა თურქეთის სამხრეთის საზღვრებთან, ხელი შეუშალა ანკარის თავდაცვის შესაძლებლობებს და ვითარება იქამდე მივიდა, რომ თურქეთში სირიიდან სამი მილიონი ლტოლვილი აღმოჩნდა.
„ჩვენ ვპასუხობთ ამ პრობლემებზე, ჩვენ განვიხილავთ მათ პრეზიდენტ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად. თუმცა, ისინი არ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და ამ საკითხებს სერიოზულად არ მიუდგნენ. ჩვენთვის ეს ძალზე სამწუხაროა“, — განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სირიასთან მიმართებაში აშშ-ს პოზიციით „იმედგაცრუებულია“.
ამასთან ერდოღანმა გააკრიტიკა აშშ იმიტომ, რომ მათ თურქეთში ჯერ ვერ იხილეს წინამძღვარი ფეთხულა გიულენი, რომელსაც ანკარა ქვეყანაში ზაფხულში დაგეგმილი გადატრიალების სულისჩამდგმელად თვლის.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. სამთავრობო სამხედრო ძალებს სხვადასხვა შეიარაღბული დაჯგუფებების ბოევიკები უპირისპირდებიან.