საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება შეუწყდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება აღიარეს, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება შეუწყდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს „ქართული ოცნება“, როგორც არჩევნებში გამარჯვებული პარტია, ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შემდეგ კვირაში, ორშაბათს წარუდგენს. წინასწარი ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატი კვლავ გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს შეთავაზებული კანდიდატურის წარსადგენად შვიდი დღე ექნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდდღიან ვადაში არჩევს მინისტრების კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პრემიერმა მთავრობის პროგრამაც უნდა წარადგინოს.

ყველა ახალი ამბავი
0