ქართველი ემიგრანტი მომღერლები გაჭირვებაში ჩავარდნილ ფრანგებს ეხმარებიან

© ნანა ხაჩიძე„თამარიონის" კონცერტი რენეში
„თამარიონის კონცერტი რენეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანსამბლ „თამარიონის" მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან მიღებული თანხა საფრანგეთის ქალაქ რენეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რენეში 16 ნოემბერს ქართველი ემიგრანტების ფოკლორულმა ანსამბლმა „თამარიონმა“ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, ამის შესახებ Sputnik-ს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ნანა ხაჩიძემ აცნობა. 

საქველმოქმედო კონცერტი ანსამბლმა საფრანგეთში ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქალაქ რენეში მცხოვრები მიუსაფარი ოჯახების გათბობისა და სხვა კომუნალური გადასახადების დაფარვას.

© ნანა ხაჩიძე„თამარიონის" კონცერტი რენეში
„თამარიონის კონცერტი რენეში - Sputnik საქართველო
„თამარიონის" კონცერტი რენეში

ნანა ხაჩიძის თქმით, ეს ანსამბლ „თამარიონის" მიერ გამართული პირველი საქველმოქმედო კონცერტი არ არის. ისინი გაჭირვებაში მყოფ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ხშირად უწევენ დახმარებას.

ანსამბლი „თამარიონი“ ჩამოყალიბდა 2009 წელს პარიზში, Ville neuve Saint Georgies გარეუბანში, სადაც წმინდა თამარ მეფის სახელობის მართლმადიდებლური ქართული ეკლესიაა. ანსამბლმა სწორედ ამ ეკლესიაში დაიდო ბინა. მის რეპერტუარში შედის ქართული ხალხური სიმღერები. თავის დროზე მათ 2008 წლის ომის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებსაც აღმოუჩინეს დახმარება. ანსამბლი საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში გამოდის და კონცერტებიდან შემოსული თანხით ემიგრანტ ქართველებსა და საფრანგეთში მცხოვრები ავადმყოფი ბავშვების ოჯახებს ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0