პეტრე მამრაძე: საქართველოში პატრონყმური წყობილებაა

გამოწერა
მანკიერია პოლიტიკური სიტემა, როდესაც მთელ გუნდს მიაჩნია, რომ ერთი ადამიანია ყველას პატრონი, თვლის პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.
პეტრე მამრაძე: საქართველოში პატრონყმური წყობილებაა

„კარგია, რომ პრემიერ–მინისტრად რჩება კვირიკაშვილი, პროფესიონალი, ადამიანი, რომელსაც, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ნეპოტიზმის პრობლემები არ შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ სისტემაა თვითონ მანკიერი. ეს არის პატრონყმური სისტემა, როდესაც მთელ გუნდს მიაჩნია, რომ ერთი ადამიანია ყველას პატრონი და კეთილდღეობის წყარო და ელოდებიან მითითებებს. კარგი იქნება, ეს რომ შეიცვალოს“, — განაცხადა პეტრე მამრაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობის წევრები, რომელთაც პარლამენტის უფლებამოსილების აღიარების შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდათ, მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ.

მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან, სანამ ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0