ლია ელიავა: ახალი მთავრობისგან რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები
„ვისურვებდი, ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ჰქონდეს იმის კეთილი ნება და შესაძლებლობა, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც არგებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ბიზნესს“, — თქვა ლია ელიავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობის წევრები, რომელთაც პარლამენტის უფლებამოსილების აღიარების შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდათ, მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ.
მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან, სანამ ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს.