გინდათ წონაში დაკლება? ახალი მოდური საშუალება – კვერცხის დიეტა

CC BY 2.0 / United Soybean Board / Eggs in Basketკვერცხი კალათაში
კვერცხი კალათაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცით, რომ გახდომის ახალი ტრენდული საშუალება კვერცხის დიეტაა? ის სამ დღეზეა გათვლილი და ძალზე მარტივია.

კვერცხი მდიდარია ცილებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში დანაყრების შეგრძნებას მოგცემთ. ის დაგეხმარებათ, მიეჩვიოთ ნაკლებ ჭამას და დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები.

მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ სამი დღის განმავლობაში:

პირველი დღე

•    საუზმე: 2 პომიდორი, ორი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი;

•    სადილი: 120 გრამი ღუმელში შემწვარი თევზი და ორი კვერცხის ცილა. ჯობს, სადილსაც ჩაი მიაყოლოთ;

•    სამხარი — ვაშლი

•    ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.

CC BY 2.0 / Ritesh Man Tamrakar / E for Eggმოხარშული კვერცხი
მოხარშული კვერცხი - Sputnik საქართველო
მოხარშული კვერცხი

მეორე დღე

•    საუზმე: 1 ბანანი, ორი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ჩაი;

•    სადილი: 120 გრამი ქათმის მოხარშული ხორცი, ორი კვერცხის ცილა და 1 ჭიქა წყალი;

•    ვახშამი: 1 ჭიქა უცხიმო რძე, ერთი ნაჭერი ბისკვიტი და 120 გრამი ხაჭო.

ნიახური - Sputnik საქართველო
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

მესამე დღე

•    საუზმე: ორი ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა ტომატის წვენი;

•    სადილი: 120 გრამი ნებისმიერი წესით მომზადებული საქონლის ხორცი, ორი კვერცხის ცილა და 1 ჭიქა მწვანე ჩაი;

•    ვახშამი: მწვანე სალათა, ღუმელში შემწვარი ორი დიდი კარტოფილი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.

ყველა ახალი ამბავი
0