„გაუღიმე და გაატარე“ - აქცია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტომძღოლებისთვის

გამოწერა
აქცია-პერფორმანსი, რომელიც მშრალ ხიდთან გაიმართა, მიზნად ისახავდა ქვეითად მოსიარულეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის ამაღლებას.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანე ავტოკლუბმა“ თბილისის ხელისუფლების მხარდაჭერით ქალაქის ცენტრში აქცია-პერფორმანსი გამართა, რომლის მიზანი ქვეითად მოსიარულეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის ამაღლება იყო. აქცია-პერფორმანსი „გაუღიმე და გაატარე“ მშრალ ხიდთან გაიმართა.

„თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეითთა გადასასვლელია, რადგან ავტომანქანების გადატვირთული მოძრაობაა. მძღოლებს ვთხოვთ, ე.წ. ზებრასთან მიახლოებისას შეანელონ სვლა და გაჩერდნენ, თუკი ფეხით მოსიარულე გადადის. მეტიც, ქვეითი გაატარონ მაშინაც, როცა გზის რომელიმე მონაკვეთზე გადასასვლელი მონიშნული არ არის", — აცხადებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.  

© FB/საქართველოს მწვანე ავტოკლუბიაქცია-პერფორმანსი - „გაუღიმე და გაატარე“
აქცია-პერფორმანსი - „გაუღიმე და გაატარე“ - Sputnik საქართველო
აქცია-პერფორმანსი - „გაუღიმე და გაატარე“

„საქართველოს მწვანე ავოკლუბი“ აქციას დევიზით „გაუღიმე და გაატარე“ თბილისის სხვადასხვა უბანში ატარებენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0