რას ურჩევდნენ ქალებს მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. პროფესორ გერლინგის 1930 წელს ჟენევაში გამოცემულ წიგნში მოცემულია რჩევები ქალებისთვის — ვის არ უნდა გაჰყვეთ ცოლად. რეკომენდაციები იმ დროისთვის უახლეს აღმოჩენებს ეფუძნება.
არ გირჩევთ, ცოლად გაჰყვეთ მამაკაცს:
1. რომელიც დარწმუნებულია, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი შესანიშნავია
2. რომელსაც არ შეუძლია, სარკეს გულგრილად ჩაუაროს
3. რომელიც ყოველ კვირას იცვლის შეყვარებულს
4. რომელსაც ბანქო და სპირტიანი სასმელები იტაცებს
5. რომელსაც ფრჩხილების კვნეტის ჩვევა აქვს, ან ჭუჭყიანი ფრჩხილებით დადის, უსუფთაოა
6. რომელიც მძიმედ დაავადებულია, რადგან ოჯახური კერა სანატორიუმი არ არის. ეს ბუდეა, რომელშიც ახალი, ჯანმრთელი თაობა უნდა დაიბადოს
7. რომელიც ცნობილია, როგორც საკმაოდ სულელი მამაკაცი
8. რომელიც ზნეობრივად ფასეული არაა, მატყუარაა
9. რომელსაც ცოლისთვის, ხოლო შემდგომ — შთამომავლობისთვის კარგი ცხოვრების პირობების შექმნა არ შეუძლია
10. რომელიც ძუნწია, არ აპირებს ცოლისთვის საჩუქრების მირთმევას, მის წაყვანას თეატრში ან დასასვენებლად
11. რომელსაც არ უნდა იცოდეს, რომ ცოლი მხიარული და ბედნიერი უნდა იყოს, მისი განწყობა და ჯანმრთელობა ხომ ოჯახის კეთილდღეობის საფუძველია
12. რომელიც გაუწონასწორებელი ბუნებისაა
13. რომელსაც 5 წუთიც არ შეუძლია წყნარად ჯდომა
14. რომელსაც ძაღლის ყეფის ან მინის მსხვრევის მაგვარი ხმა აქვს, ასეთი ხმა მრისხანებასა და მოუთმენლობაზე მიუთითებს, ასეთი მამაკაცი არც ერთ შემთხვევაში არ არის კეთილი
15. რომელიც ოჯახში ერთადერთი ვაჟია, ფრთხილად უნდა იყოთ, ასეთი მამაკაცის დედა ინფანტილიზმით (პიროვნების მოუმწიფებლობა) იტანჯება (როდესაც ქალს ბავშვების კიდევ გაჩენის უნარი არა აქვს)
16. რომელიც თქვენზე 12 და მეტი წლით უფროსია, ან თქვენ ხართ მასზე 12 და მეტი წლით უფროსი
17. რომელიც ცნობილი ადამიანია — დიდი მხატვარი, მსახიობი, მეცნიერი, მუსიკოსი, ექიმი. უმეტესობა ასეთი ადამიანებისა ნერვიულია და თავის საქმეში ჩაფლული
18. რომელიც დონ-ჟუანია. ასეთ მამაკაცს ჯანსაღი ოჯახის შექმნა არ შეუძლია
19. რომელიც საროსკიპოების ხშირი სტუმარია — მისი სული და სხეული დაავადებულია. დაქორწინებისას ის დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელია, მაგრამ მასში საშინელი დაავადებები იმალება, რომელიც მასაც ღუპავს, თქვენც და თქვენს ოჯახსაც
20. რომელსაც ჰომოსექსუალური მიდრეკილებები აქვს, რადგან თქვენს შვილებსაც გამოჰყვებათ ეს მიდრეკილება, თვითონ მამაკაციც ვერ მოიშლის ამ ჩვევას, ხოლო ცოლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისედაც გასაგებია.