თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 15 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
იყო ეს სუიციდი თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს. ასევე უცნობია გარდაცვალების დრო. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
დაიწყო სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“), რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.