სესხის აღების მთავარი პრინციპი
„მომხმარებელმა სესხი იმ ვალუტაში უნდა აიღოს, რომელშიც შემოსავალი აქვს, რადგან ეს მას სავალუტო რყევებისგან დაიცავს. რაც შეეხება დანაზოგს, რა თქმა უნდა, ის უფრო ხელსაყრელ ვალუტაში უნდა გაკეთდეს“, — აცხადებს გვიდიანი.
ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 49 თეთრს შეადგენს.