პაატა შეშელიძე: როგორ ვუშველოთ ლარს

© FB / Paata Shesheliszeპაატა შეშელიძე -„ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტი.
პაატა შეშელიძე -„ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს“ პრეზიდენტი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების შემდეგ ლარის კურსი განუხრელად ეცემა, მისთვის სარეკორდო ნიშნულსაც უწია და არც სასიკეთო პირი არ უჩანს. ექსპერტთა ნაწილი საარჩევნოდ დიდი რაოდენობით დარიგებულ ფულზე საუბრობს, მეორენი ფინანსთა სამინისტროსა თუ ეროვნული ბანკისკენ იშვერენ ხელს... Sputnik-ის კორესპონდენტი ეკონომიკის ექსპერტ პაატა შეშელიძეს ესაუბრა.

– ბატონო პაატა, ეროვნული ვალუტა კატასტროფულად ეცემა, ყველა ეძებს დამნაშავეს. თქვენი აზრით, რა სჭირს ლარს?

— ლარის კურსზე მთავარი სათქმელი ის არის, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ეროვნული ბანკი და მთავრობა მცდარ ნაბიჯებს დგამენ, რაც აისახება კიდეც კურსზე. კერძოდ, ეროვნული ბანკის მხრიდან ეს გახლავთ ფულის მასის ზრდა, როდესაც მასზე არ არის მოთხოვნა, განსაკუთრებით იმ კრიზისულ პერიოდებში, როდესაც ხდება ლარის რყევა. თუ გადავხედავთ ეროვნული ბანკის სტატისტიკას მათსავე საიტზე, ბევრ ხარვეზს აღმოვაჩენთ, მაგალითად, როგორც გითხარით, რეფინანსირება კრიზისულ პერიოდებში. ამ ქმედებას ორი მიზანი აქვს — ან ლარის ხელოვნური გაუფასურება ექსპორტის წახალისების მიზნით, ან არაკომპეტენტურობა. რაც შეეხება მთავრობის შეცდომებს, აქ უმთავრესია ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯი. რა თქმა უნდა, არსებობს საგარეო და სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ორია.

ლარი - Sputnik საქართველო
ლარი გარბის, ყველაფერი რიგზეა!..

– ეს ყველაფერი გასაგებია, მიზეზები იოლი მოსაძებნია, მაგრამ არავინ ამბობს, როგორ ვუშველოთ ლარს. თქვენ ხომ არ გაქვთ რეკომენდაციები?

— პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას ეროვნული ბანკის მხრიდან, ესაა ნებისმიერი რეფინანსირების სესხის გაცემა ორივე მიმართულებით – როგორც მიმდინარე, ისე მუდმივმოქმედი. აღარ უნდა გაიზარდოს ფულის მასა ეროვნული ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, უნდა გათანაბრდეს და გაიზარდოს განაკვეთები ლარზე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ფულის მასის მიწოდება იქნეს შეზღუდული. და, ბოლოს, ეროვნულმა ბანკმა უნდა განაცხადოს, რომ ის აქტიურად ჩაერევა და არ დაუშვებს ფულის შემდგომ გაუფასურებას რეზერვების ხარჯვის გზით.

მთავრობის მხრიდან უნდა გაკეთდეს ის, რომ აღარ აიღოს სესხები, შეკვეცოს დღესვე ბიუჯეტი. უნდა შეჩერდეს და შეწყდეს ყველა ის პროექტი, რომელიც გულისხმობს სუბსიდიას და ფინანსურ რესურსებზე იაფ ხელმისაწვდომობას. ბოლოს, იმისთვის, რომ ლარით რამის შესყიდვა იყოს შესაძლებელი, პრივატიზება უნდა დაჩქარდეს, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ეს არის მინიმალური პაკეტი, რომელიც ერთი ხელის მოსმით შეიძლება გაკეთდეს. ეს გადაწყვეტილებები დღესვე რომ ყოფილიყო მიღებული, კვირის ბოლოს უკვე შედეგს დავინახავდით.

თუ ეს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, ვითარება უფრო დამძიმდება. მასმედიით მოვისმინე, რომ მთავრობა აპირებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვას. ამის გაკეთება იქნება კონტრპროდუქტიული, რადგან ხელს შევუშლით განვითარებას. ჩემი რეცეპტი გაცილებით უფრო საქმიანია. მოვისმინე პრემიერის აზრიც. მისი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურია, ისევე, როგორც მთავრობის ქმედება ბოლო სამი წლის მანძილზე.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0