თბილისის ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა

© FB / мэрия Тбилисиკოტე მახარაძის ქუჩა თბილისში
კოტე მახარაძის ქუჩა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის პატივსაცემი სიმბოლური აბრა თბილისის მერმა გახსნა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა. 

ცნობილ მსახიობს, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს, სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს, კოტე მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების ლაურეატს, ერთი მსახიობის თეატრის დამაარსებელსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

სიმბოლური აბრა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გახსნა.

კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე - 90

„დღეს კოტე მახარაძე 90 წლის გახდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და ქართულ სპორტში. ის იყო შესანიშნავი კომენტატორი, იყო პედაგოგი და მას არაერთი ტელეჟურნალისტი აღუზრდია. ამდენად მას, როგორც დასაფასებელ ადამიანს, როგორც ღირსეულ ადამიანს, საპატიო თბილისელს, ჩვენ დღეს ვიხსენებთ და ამავდროულად, სიმბოლურად დედაქალაქის საკრებულომ ქუჩას მიანიჭა მისი სახელი. შესაბამისი აბრები გაკეთდა, რათა ყველამ იცოდეს, სად ცხოვრობდა და სად მოღვაწეობდა დიდებული ადამიანი კოტე მახარაძე“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0