„მის მსოფლიო 2016“- ზე საქართველოდან ვიქტორია კოჩეროვა გაემგზავრება

© FB / Виктория Кочероваვიქტორია კოჩეროვა
ვიქტორია კოჩეროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს გამართულ სილამაზის კონკურსზე „მის საქართველო“ ვიქტორია კოჩეროვამ ვიცე-მისის ტიტული მოიპოვა.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. სილამაზის კონკურს „მის მსოფლიო 2016“-ზე, რომლის ფინალიც ვაშინგტონში 18 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს 21 წლის მოდელი ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს.

ვიქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტზე სწავლობს. გოგონა პარალელურად სამოდელო სააგენტოებთან IC Model Management-თან და Elite Model Look-თან თანამშრომლობს.

„მის მსოფლიო 2016“-ვის გადაღებულ პრომო-რგოლში ვიქტორია საქართველოს ისტორიისა და მდიდარი კულტურის შესახებ ყვება. 

ვიქტორია წარმოშობით თბილისელია, ჰყავს ტყუპისცალი და სოფია. ის ადრეული ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სპორტით, რომელიც როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კოჩეროვა ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. სიმაღლე — 174 სმ-ია. მას ხშირად ცნობილ მოდელ ირინა შეიკს ადარებენ.

სილამაზის კონკურსის ვებ-გვერდზე ვიქტორია საკუთარ თავზე წერს:

„ვარ შრომისმოყვარე, ოპტიმისტი და ბოლომდე ვიხარჯები იმ საქმისთვის, რითიც დაკავებული ვარ. მსურს დიპლომატი გავხდე და მთელ მსოფლიოში ადამიანებს დავეხმარო ურთიერთობების მოგვარებაში. ყველაზე დიდი გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობისას მივიღე. ჩემი პერსონალური დევიზია: „წადი შორს, რამდენადაც შეძლებ და მომავალს დაინახავ!“

კონკურსის ფინალში საქართველოს წარმომადგენელი წითელი ფერის გრძელ კაბაში გამოვა, რომელიც Swarovski-ის თვლებით, ბისერებითა და ხელოვნური ყვავილებით იქნება მორთული


ყველა ახალი ამბავი
0