კინო თბილისში: რა ვნახოთ 17-20 ნოემბერს

გამოწერა
განუმეორებელი ზაკ გალიფიანაკისი და ედი რედმეინი, ფანტასტიკური და ჯაშუშური გზნება და ბევრი სხვა - „Sputnik საქართველო“ საინტერესო ფილმებისა და კინოპრემიერების მიმოხილვას გთავაზობთ, რომელიც კინომანებმა ნამდვილად არ უნდა გამოტოვონ.

განუმეორებელი ზაკ გალიფიანაკისი და ედი რედმეინი, ფანტასტიკური და ჯაშუშური გზნება და ბევრი სხვა — „Sputnik საქართველო“ საინტერესო ფილმებისა და კინოპრემიერების მიმოხილვას გთავაზობთ, რომელიც კინომანებმა ნამდვილად არ უნდა გამოტოვონ.

17 ნოემბრიდან თბილისის კინოთეატრებიშ შემდეგი ფილმების კინოპრემიერები იწყება: 

“ფანტასტიკური ცხოველები: სად შეიძლება მათი პოვნა” (Fantastic Beasts and Where to Find Them)  - ჯოან კეტლინ როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული რეჟისორ დევიდ იეიტსის ფილმი ჰარი პოტერზე. ფილმში რეჟისორი ყვება იმ მოვლენებზე, რომელიც ძირითადი საგას დაწყებამდე 65 წლის განმავლობაში ხდებოდა. მაგიური ზოოლოგ ნიუტ სალამანდეის, რომელიც ფანტასტიკურ ცხოველებსა და არსებებზეა სპეციალიზებული, „ამერიკის შეერთებული შტატების მაგიურ კონგრესზე“ თავისი ჯადოსნური ჩემოდანი მიაქვს, რომელშიც მაგიური არსებებია მოთავსებული. ყველაფერი იქიდან იწყება, როდესაც ეს მაგიური ცხოველები ჩემოდნიდან გამოსვლას იწყებენ, ამერიკული ჯადოსნური ხელისუფლება კი ნიუტის დევნას იწყებს. ფილმში მთავარ როლს ედი რედმენი ასრულებს.  

 

„ჯაშუში მეზობლად“ (Keeping Up with the Joneses) — რეჟისორ გრეგ მოტოლას ჯაშუშური კომედია. სიუჟეტის ცენტრში — ქალაქგარეთ მცხოვრები ჩვეულებრივი წყვილია. როგორც აღმოჩნდება, ცოლ-ქმარი საერთაშორისო ჯაშუშურ შეთქმულებაში ეხვევიან. ადგილობრივები მოგვიანებით გაარკვევენ, რომ იდეალური ახალი მეზობლები სახელმწიფო აგენტები არიან.  ფილმში მთავარ როლებს ზაკ გარიდიანაკისი და აილა ფიშერი ასრულებენ. 

გასული კვირიდან კინოგაქირავებაში სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ამერიკული ფილმი „ ჩამოსვლა“, მაიკლ ფლენეგანის მისტიკური ტრილერი „უიჯი. ეშმაკის წყევლა“ და ფანტასტიკური ბოევიკი „მაქს სტილი“  ჩაეშვა. 

გარდა ამისა, თბილისის კინოთეატრებში უკვე გამოსულია ფილმები — ტრილერი „გოგონა მატარებელში, რომელშიც მთავარ როლს  ემილი ბლანტი თამაშობს, კრიმინალური დრამა „ანგარიშსწორება“ —  მთავარ როლში ბენ აფლეკი, ამერიკულ სუპერგმირული ფილმი „დოქტორ სტრენჯი“, აზიკ კაბადიას „ალი და ნინო“.

ბავშვებს შეუძლიათ  ნახონ მულტიპლიკაციური ფილმი „ტროლები“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0